ვინ ვართ ჩვენ
ისტორია
Project8 დაარსდა ორი წარმატებული კომპანიის სტრატეგიული შერწყმის შედეგად — Geladze Group, რომელსაც ვინილის და სამრეწველო იატაკის ინსტალაციის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და Interface, რომელიც 2014 წლიდან მაღალი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალების სანდო იმპორტიორია.
ეს სინერგია საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სრული სარემონტო მომსახურება – პროფესიონალური კონსულტაციიდან და მასალების შერჩევიდან დაწყებული, უნაკლო მონტაჟითა და შემდგომი მოვლის მეთოდების შერჩევით დამთავრებული.
მისია
თითოეული პროექტი ინდივიდუალურია. ჩვენი მისიაა შემოგთავაზოთ თანამედროვე სამშენებლო გადაწყვეტილებები, თქვენს პროექტზე მორგებული სამშენებლო-სარემონტო მასალები და ქიმია. უზრუნველვყოთ ელასტიური, პოლიმერული, რბილი და სპორტული იატაკების პროფესიონალური ინსტალაცია.
კონცეფციიდან პროექტის დასრულებამდე – ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე.
ღირებულებები
ძირითადი ღირებულებები, რომელიც განსაზღვრავს ვინ ვართ და როგორ ვმართავთ ბიზნესს
- გამოცდილება - ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა;
- ხარისხი - სტანდარტების, მასალებისა და სერვისის სიმბიოზი;
- ნდობა - პარტნიორებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის ქვაკუთხედი;
- ინოვაცია - უახლესი ტექნოლოგიების, მეთოდებისა და მასალების დანერგვა;